-
ავტორი
- კატეგორიები: იურისტი უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი
ფაღავა გიორგი (იური) მელქისედეკის ძე (1878, ქუთაისი-1950), ქართვ. იურისტი, დიპლომატი. საქართვ. დემოკრ. რესპ. კონსტ. თანაავტორი. მან უმაღლ. იურ. განათლება გერმანიაში მიიღო. იგი იყო ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის თავ-რე.; ქართვ. შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის ბაქოს განყ-ბის წევრი (1916-დან); ამავე საზ-ბის ქუთაისის განყ-ბის წევრი; თბილ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918) და საზღვ.-სანაოსნო სააქციო საზ-ბა „ფაზისის“ დამფუძნებელი საბჭოს წევრი. იგი ესწრებოდა "საქართვ. დემოკრ. რესპ. საკონსტიტუციო საფუძვლების შემდგენი კომისიის" სხდომებს (1918) და აქტიურ მონაწილეობას იღებდა კონსტ. შედგენაში; დიპლ. სამსახურით იმყოფებოდა ირანში (1920-1921). თბილ. დაბრუნებულს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ცოლ-შვილთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში (1922). ოჯახი გერმანიიდან საფრანგეთში გადავიდა და პარიზის გარეუბანში, მონჟურში დასახლდა (1923). მისი ქალიშვილია, ცნობილი მხატვარი ვერა ფაღავა. იგი განისვენებს ლევილის ქართვ. სასაფლაოზე ცოლ-შვილთან ერთად.
ლიტ.: საქართვ. ეროვნ. არქივი:უახ. ისტ. ცენტრ. არქივი: ფ. 471, 1 ნ. 1, საქმე 16, ფურც. 5.